მანუ მურღულია Postv-ის ტოვებს – რა გახდა მიზეზი?

POSTV-ის იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მას “ნი­კოს შოუს” ახა­ლი წევ­რი ჰყავს. “ნი­კოს ბენ­დის” სო­ლის­ტი ანა­ნო სამ­ხა­რა­ძე გახ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ბენ­დის სო­ლის­ტი მანუ მურ­ღუ­ლია არ­ხი­დან წა­ვი­და.

ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-სთან კო­მენ­ტა­რი “ნი­კოს შოუს” ხელ­მძღვა­ნელ­მა და გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა

– რო­გორც ცნო­ბი­ლია, “ნი­კოს ბენ­დს” ახა­ლი წევ­რი ჰყავს, ანა­ნო სამ­ხა­რა­ძე. ვინ არის ეს გო­გო­ნა?

– კარ­გი გო­გო­ნაა, სა­ჩხე­რე­ლი გა­ლავთ. ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც თა­მა­შობს ქარ­თულ ლი­გას, ე.წ. მან­სან­კანს, მღე­რის. მის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი ლი­გი­დან გახ­და ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი, 2-3 სე­ზო­ნია იქ თა­მა­შობს და იქი­დან მოხ­ვდა “ნი­კოს ბენდში”.

აქამ­დე მას­თან გა­დაკ­ვე­თა არ მქო­ნია, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­ჯერ შევ­ხვდი, ვიცი, რომ არის ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა. და­ნარ­ჩე­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა შო­უ­ში, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა. დღეს ეთერ­ში უკვე მე­ო­რე გა­და­ცე­მა გა­დის.

– “ნი­კოს ბენ­დის” წევ­რი მანუ მურ­ღუ­ლია გუნ­დი­დან წა­ვი­და?

– მისი წას­ვლა ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ ის ბენ­დი­დან წა­ვი­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვი­თა­რი ჩხუ­ბი, კა­მა­თი არ მომ­ხდა­რა ძა­ლი­ან მშვი­დად წა­ვი­და

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მომ­ღე­რალს და ტე­ლე­წამ­ყვანს ირმა სო­ხა­ძეს “პოსტვზე” გა­და­ცე­მა და­უ­ხუ­რეს. სწო­რედ მას­თან ერ­თად მიჰ­ყავ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მა მანუ მურ­ღუ­ლი­ას.

“გა­და­ცე­მა გა­ვა­ჩე­რეთ. ეს სა­ერ­თო აზ­რია, ხოლო დავ­ხუ­რავთ თუ არა, გა­ირ­კვე­ვა. სა­ერ­თოდ არ არის სწო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რომ და­მი­ხუ­რეს გა­და­ცე­მა.

მით უმე­ტეს ჩემი კო­მენ­ტა­რი­სა თუ ინ­ტერ­ვი­უს გამო?! არა­ვის არა­ფე­რი და­უ­ხუ­რავს, საყ­ვე­დუ­რიც არა­ვის უთ­ქვამს.

ასე რომ, გა­ვა­ჩე­რეთ გა­და­ცე­მა. ახლა ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ით გა­ვა­ჩე­რეთ და გა­დავ­წყვეტთ, გა­ვა­ახ­ლებთ, სხვას გა­ვა­კე­თებთ, თუ, წა­მო­ვალ მაგ არ­ხი­დან. ვნა­ხოთ, შევ­ხე­დავთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას” – თქვა მა­შინ სო­ხა­ძემ სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

წყარო: ambebi.ge