ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ავარიას ემსხვერპლა, 24 წლის მამუკა ქობულიაა. ის „გლოვოში“ მუშაობდა.
დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ:
„ცხოვრებამ არანაირი უსამართლობა და უბედურება არ დააკლო, დღეს 24 წლის ასაკში შეწყდა მისი დატანჯული სიცოცხლე… ნათელი შენს სულს ჩემო ძმაო, ძმის შვილო და ჩემს ოჯახში შვილივით გაზრდილო, უზარმაზარ ტკივილად გადაიქეცი…“
„უფალმა დაუმკვიდროს შენს ტანჯული და ტკივილიან სულს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ… განისვენე მშვიდად, ჩემო პატარა მეგობარო, შენ უკეთილშობილეს მამიკოსთან ერთად… ნათელი დაადგეს მარადიული თქვენს სულებს, ნამდვილო ადამიანებო!“
„ვაი, შენს დედასო, ესეც არ მიგყვება რომ თქვან… დედაც რომ არ გყავს დამტირებელი, როგორ მეცოდები...“ – წერენ სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.