მმარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.დაჭრილი მამაკაცები ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.ადგილობრივების ინფორმაციით, კარავში მყოფი პირები ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა. გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკე დააკავა.მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ერთი წელია რაც კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.
Related Posts
დაპირისპირება ქუთაისის კლინიკაში – 26 წლის გოგო კრიტიკულ მდგომარეობაშია
ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება იყო. 26 წლის პაციენტის მშობლები და ახლობლები ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას ითხოვენ. ახლობლების…
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა,სად იყო ეპიცენტრი
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,…
თბილისში მატარებელი ქვეითს შეეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა, რის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუა ხნის…