ხვიჩა კვარაცხელიას რეალური სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევრომდეა და ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ასეულში 37-ე პოზიციაზეა, – ასეთია CIES Football Observatory-ის შეფასება.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების Football Observatory-ის შეფასება ძალიან განსხვავდება ცნობილი გერმანული პორტალის, transfermarkt-ის შეფასებისგან.
გერმანელები „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულებად 80 მილიონ ევროს ასახელებენ, ხოლო CIES Football Observatory – 98,3 მილიონს.
პორტალის ვერსიით, ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემია, რომელიც 280.4 მილიონ ევროდაა შეფასებული. ინგლისელი ფეხბურთელის შემდეგ ერლინგ ჰალანდია.
1. ჯუდ ბელინგემი, „რეალ მადრიდი“ – 280.4 მილიონი ევრო.
2. ერლინგ ჰალანდი, „მანჩესტერ სიტი“ – 255.3 მილიონი ევრო.
3. ვინისიუს ჯუნიორი, „რეალ მადრიდი“ – 240.8 მილიონი ევრო.
4. როდრიგო, „რეალ მადრიდი“ – 220.7 მილიონი ევრო.
5. ფილ ფოდენი, „მანჩესტერ სიტი“ – 203.8 მილიონი ევრო.
37. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 98.3 მილიონი ევრო.