მას სქესი არასოდეს შეუცვლია…” – სკანდალი ოლიმპიადაზე და კაცად გამოცხადებული ქალი – ვინ არის იმან ხელიფი?

ხუთ­შა­ბათს ქალ­თა სა­შუ­ა­ლო წო­ნა­ში კრივ­ში 16-ფი­ნა­ლუ­რი რა­უნ­დი 46 წამ­ში დას­რულ­და. იტა­ლი­ელ­მა ან­ჟე­ლა კა­რი­ნიმ ალ­ჟი­რე­ლი მე­ტო­ქე იმან ხე­ლი­ფის დარ­ტყმა ვერ აი­ტა­ნა და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

“ბრძო­ლა ვერ და­ვას­რუ­ლე. ცხვირ­ში მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, მივ­ხვდი, რომ გა­ჩე­რე­ბის დრო იყო. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მატ­ჩი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც უნდა მე­ფიქ­რა”- გა­ნუ­ცხა­და კა­რი­ნიმ BBC-ს.

თა­ვად ხე­ლი­ფი ლა­კო­ნი­უ­რი კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა: “ალ-ჰამ­დუ ლი-ლაჰ (დი­დე­ბა ალაჰს). პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა“, – და­წე­რა მან ინ­სტაგ­რამ­ზე.

  • ალ­ჟი­რე­ლის შემ­დე­გი მე­ტო­ქე უნ­გრე­ლი ანა ლუკა ჰა­მო­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იმან ხე­ლი­ფის ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზო­ბას სა­მარ­თლი­ა­ნად არ მი­იჩ­ნევს:

“არა მგო­ნია, მისი ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზო­ბა სწო­რი საქ­ცი­ე­ლი იყოს. მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია ამის შეც­ვლა, პი­რო­ბას ვდებ, იქამ­დე ვიბ­რძო­ლებ, სა­ნამ შე­მეძ­ლე­ბა“ – წერს ჰა­მო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

უნ­გრე­თის კრი­ვის ასო­ცი­ა­ცი­ამ ხე­ლი­ფის თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა. ქვეყ­ნის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან (IOC) მო­ლა­პა­რა­კე­ბას ითხოვს.

მომ­ხდარს “ჰარი პო­ტე­რის” ავ­ტო­რი ჯ. კ. რო­უ­ლინ­გი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

ახალგაზრდა

“მას სქესი არასოდეს შეუცვლია…” – სკანდალი ოლიმპიადაზე და კაცად გამოცხადებული ქალი: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან რუს ბიზნესმენს და ვინ არის ხალიფი?

14:00 / 03-08-2024

"მას სქესი არასოდეს შეუცვლია..." - სკანდალი ოლიმპიადაზე და კაცად გამოცხადებული ქალი: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან რუს ბიზნესმენს და ვინ არის ხალიფი?

ხუთ­შა­ბათს ქალ­თა სა­შუ­ა­ლო წო­ნა­ში კრივ­ში 16-ფი­ნა­ლუ­რი რა­უნ­დი 46 წამ­ში დას­რულ­და. იტა­ლი­ელ­მა ან­ჟე­ლა კა­რი­ნიმ ალ­ჟი­რე­ლი მე­ტო­ქე იმან ხე­ლი­ფის დარ­ტყმა ვერ აი­ტა­ნა და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

“ბრძო­ლა ვერ და­ვას­რუ­ლე. ცხვირ­ში მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, მივ­ხვდი, რომ გა­ჩე­რე­ბის დრო იყო. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მატ­ჩი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც უნდა მე­ფიქ­რა”- გა­ნუ­ცხა­და კა­რი­ნიმ BBC-ს.

თა­ვად ხე­ლი­ფი ლა­კო­ნი­უ­რი კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა: “ალ-ჰამ­დუ ლი-ლაჰ (დი­დე­ბა ალაჰს). პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა“, – და­წე­რა მან ინ­სტაგ­რამ­ზე.

  • ალ­ჟი­რე­ლის შემ­დე­გი მე­ტო­ქე უნ­გრე­ლი ანა ლუკა ჰა­მო­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იმან ხე­ლი­ფის ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზო­ბას სა­მარ­თლი­ა­ნად არ მი­იჩ­ნევს:

“არა მგო­ნია, მისი ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზო­ბა სწო­რი საქ­ცი­ე­ლი იყოს. მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია ამის შეც­ვლა, პი­რო­ბას ვდებ, იქამ­დე ვიბ­რძო­ლებ, სა­ნამ შე­მეძ­ლე­ბა“ – წერს ჰა­მო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

უნ­გრე­თის კრი­ვის ასო­ცი­ა­ცი­ამ ხე­ლი­ფის თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა. ქვეყ­ნის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან (IOC) მო­ლა­პა­რა­კე­ბას ითხოვს.

მომ­ხდარს “ჰარი პო­ტე­რის” ავ­ტო­რი ჯ. კ. რო­უ­ლინ­გი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

“ახალ­გაზ­რდა ქალ მოკ­რი­ვეს ახ­ლა­ხან ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს, რა­ზეც ის მუ­შა­ობ­და, ვარ­ჯი­შობ­და. ეს მოხ­და იმი­ტომ, რომ ის რინგზე მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­უშ­ვეს. ეს სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია და პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის სა­ხე­ლი ამის გამო სა­მუ­და­მოდ შე­ლა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს სას­ტი­კი უსა­მარ­თლო­ბა იყო“.

გუ­შინ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, სალ­ვი­ვიმ IOC-ს საბ­რძო­ლო სპორ­ტი­დან ტრან­სვეს­ტი­ტე­ბის ამო­ღე­ბა სთხო­ვა, რად­გან სპორ­ტსმე­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. ბრძო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­აკ­რი­ტი­კეს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯორ­ჯია მე­ლო­ნიმ, ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ -მი­ნის­ტრმა ლიზ ტრას­მა, ასე­ვე ასო­ბით მი­მომ­ხილ­ველ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა. ბევ­რი მათ­გა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ IOC ქალ­თა სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს.

იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეც მი­იჩ­ნევს, რომ ალ­ჟი­რელ სპორ­ტსმენს მა­მა­კა­ცის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს.

“ვფიქ­რობ, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მა­მა­კა­ცის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, არ უნდა და­უშ­ვან ქალ­თა შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე. არა იმი­ტომ, რომ გვსურს ვინ­მეს დის­კრი­მი­ნა­ცია, არა­მედ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ ქალი სპორ­ტსმე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, შეძ­ლონ ას­პა­რე­ზო­ბა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში“, – დას­ძი­ნა მან.

  • ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სპი­კერ­მა მარკ ადამსმა კი აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა, ვინც ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში იღებს, ოლიმ­პი­ა­დის­თვის გან­სა­ზღვრულ წე­სებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ისი­ნი სა­ბუ­თე­ბით ქა­ლე­ბი არი­ან.

გა­სულ წლამ­დე ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვის სქე­სი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. გა­სულ წელს, იმან ხე­ლი­ფი და ტა­ი­ვა­ნე­ლი Lin Yu‑ting-ი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მო­იხ­სნა. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ არა­ვინ იცის ზუს­ტად, რო­მე­ლი გა­მოც­და ვერ გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა.

კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IBA) პრე­ზი­დენ­ტმა, უმარ კრემ­ლევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დნმ-ის ტეს­ტის შე­დე­გე­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი XY ქრო­მო­სო­მუ­რი წყვი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მათ ქა­ლე­ბის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. თუმ­ცა, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რწმუ­ნე­ბით ორი­ვე მოკ­რი­ვე დიდი ხა­ნია ქალ­თა კრივ­ში ას­პა­რე­ზობს, ხოლო რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სპორ­ტსმე­ნის სქე­სი მისი პას­პორ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

  • IBA – ეს არის მსოფ­ლი­ოს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია, რო­მელ­საც რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი უმარ კრემ­ლე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ახლო მე­გო­ბა­რია. ფე­დე­რა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სპონ­სო­რი სა­ხელ­მწი­ფო ენერ­გე­ტი­კუ­ლი გი­გან­ტი “გა­ზპ­რო­მია
  • უცნობია რე­ა­ლუ­რად რა ტეს­ტე­ბი გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა. 2023 წელს ალ­ჟი­რულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა, რომ ხე­ლი­ფი დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო ტეს­ტოს­ტე­რო­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დო­ნის გამო. მაგ­რამ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ტეს­ტი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ცალ­სა­ხად სქე­სის და­სად­გე­ნად. ტეს­ტოს­ტე­რო­ნის დონე შე­იძ­ლე­ბა გაქ­რეს დო­პინ­გის, სხე­უ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ან სხვა ფაქ­ტო­რე­ბის შე­დე­გად.
    IBA-მ ოთხშა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ “ქალ სპორ­ტსმე­ნებს არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ ტეს­ტოს­ტე­რონ­ზე ტეს­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ჩა­უ­ტარ­დათ ცალ­კე ტეს­ტი, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბი არ არის გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი”.
    “ამ ტეს­ტმა სა­ბო­ლო­ოდ აჩ­ვე­ნა, რომ ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებს და აქვთ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა სპორ­ტსმე­ნებ­თან შე­და­რე­ბით,” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

    რო­გორ მოხ­ვდა იმან ხე­ლი­ფი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე
    სპორ­ტსმენს ოლიმ­პი­ა­დამ­დე ტეს­ტი გა­უ­კე­თეს და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ბი­ო­ლო­გი­უ­რად ქალი იყო და სქე­სი არა­სო­დეს შე­უც­ვლია, მაგ­რამ მას ჰქონ­და XY ქრო­მო­სო­მა: ეს ალ­ბათ სვი­ე­რის სინ­დრო­მით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს არის გე­ნე­ტი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ანს აქვს მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქრო­მო­სო­მე­ბის ნაკ­რე­ბი, მაგ­რამ სა­ს­ქე­სო ჯირ­კვლე­ბი (ერთი ან ორი­ვე) არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ჰორ­მო­ნებს. შე­დე­გად, ადა­მი­ანს აქვს ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო, ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც ქალი.
  • ამიტომ IOC-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­ფი ქა­ლია და მას აქვს თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხე­ლი­ფი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ქალი, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი კრი­ტი­კი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ეხ­ვა.

    ვინ და­არ­წმუ­ნა ალ­ჟი­რე­ლი ქალი მოკ­რი­ვე გამ­ხდა­რი­ყო?
    Canal Algerie-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში იმან­მა თქვა, რომ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა შთა­ა­გო­ნა, რომ კრივ­ში ვარ­ჯი­ში და­ე­წყო. ხე­ლი­ფის თქმით, მწვრთნელ­მა უთხრა, რომ მას ჰქონ­და ის ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი, რაც ამ სპორ­ტის­თვის შე­სა­ფე­რი­სი იყო.
    “ფეხ­ბურ­თი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და და ჩემს პა­ტა­რა სო­ფელ­ში ვთა­მა­შობ­დი. მა­მა­ჩე­მი ყო­ველ­თვის ფეხ­ბურთს ამ­ჯო­ბი­ნებ­და კრივს. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას სპორ­ტში ძა­ლი­ან კარ­გი ვი­ყა­ვი და მას­წავ­ლე­ბელ­მა წა­მა­ხა­ლი­სა, რომ მოკ­რი­ვე გავმხდა­რი­ყა­ვი, რად­გან კარ­გი ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი მქონ­და. ის მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა“, – აღი­ა­რა ხე­ლიფ­მა.
    რო­გო­რი იყო ხე­ლი­ფის ბავ­შვო­ბა?
    იმა­ნი ალ­ჟი­რის პა­ტა­რა სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. მე­ზო­ბელ ქა­ლაქ­ში ვარ­ჯი­შობ­და და გზა­ში დიდ დროს ატა­რებ­და. ვარ­ჯი­შის ფული რომ ჰქო­ნო­და ხა­ლი­ფი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდაასაკ­ში და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა.

    “ქუ­ჩა­ში პურს ვყი­დი­დი, ფული მჭირ­დე­ბო­და, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და, რად­გან ძა­ლი­ან ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი“, – ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი. იმან­მა ჯერ მე­ზო­ბელ ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლა შეძ­ლო, შემ­დეგ კი ალ­ჟი­რის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და, მალე სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვი­და.
    “პა­რიზ­ში ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი უნდა ავი­ღო. მზად ვარ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ოქრო ალ­ჟირ­ში ჩა­ვი­ტა­ნო. ერთი, ორი, სამი, გა­უ­მარ­ჯოს ალ­ჟირს“, – გა­ნა­ცხა­და მან კა­რი­ნის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ. იმან­მა უარი თქვა პა­სუხზე, რო­დე­საც ჰკი­თხეს, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო თუ არა მისი დაშ­ვე­ბა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე.