თუ პასკას პირველად ამზადებთ, ამ რეცეპტით ნამდვილად არ ინანებთ

ინგრედიენტები

  • სასურველი სანელებლები
  • ვანილი
  • ქიშმიში
  • ფქვილი – 2.00 კგ
  • არაჟანი – 500.00 გრ
  • კარაქი – 300.00 გრ
  • კვერცხი – 10.00 ცალი
  • შაქარი – 800 გ
  • საფუარი – 3.00 სკ
  • რძე – 500.00 გრ
  • მომზადების წესი
  • თბილ რძეში გახსენით საფუარი და 3 ს.კ შაქარი. დადგით ამოსაფუებლად.
  • კვერცხი და 800 გრამი შაქარი ათქვიფეთ. დაამატეთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, არაჟანი, ამოფუებული რძე და მოურიეთ კარგად. შემდეგ დაამატეთ 1.8 დან 2.0 კგ მდე უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ქიშმიში, ვანილი. სანელებლები გემოვნებით.
  • ქიშმიში შეგიძლიათ 3 ს.კ კონიაკში ჩაალბოთ და ისე მოათავსოთ ცომში, ან მხოლოდ ქიშმიში, კონიაკის გარეშე.
  • დადგით თბილად შეფუთული, დაახლოებით 2 საათით. ამოფუების შემდეგ ჩაზილეთ და ისევ აცადეთ აფუება 1 საათით. ამის შემდეგ გადაიტანეთ ფორმებში და იქაც 40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გამოაცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 40 წუთით, მხოლოდ ქვედა წვით.
  • ქურაში, სადგამზე, დააფინეთ ფოლგა და შემდეგ დადგით საცხობი ფორმა. ფოლგა სითბოს ცირკულაციას ახდენს და ზემოდანაც ისე იბრაწება ყველაფერი, როგორც ზედა წვის ჩართვის დროს, უფრო ლამაზიც გამოდის.