გერმანიის მიმართულებით დაბალბიუჯეტური ფრენები იგეგმება

საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ფრენები და ავიაბილეთებზე დაბალი ტარიფი ამოქმედდება – დავალება ეკონომიკის სამინისტრომ პრემიერისგან უკვე მიიღო.

“მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ავიარეისების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ავიაბილეთები ფიქსირებულად დაბალ ფასად იყოს შეთავაზებული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ნაკრების წარმატებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიებმა – Georgian Airways -მა და wizz air -მა სპეცრეისები დორტმუნდი -ს მიმართულებით უკვე დაამატეს, რომლებიც თამაშის განრიგის შესაბამისად განხორციელდება.

შეიძინეთ დორტმუნდის ავიაბილეთები ფიქსირებულ ფასად. დაგვირეკეთ 551 907 907 და ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებით .

სპეცფასები

„2024 წლის 18 ივნისიდან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და ავიაბილეთებზე ძალიან დიდი მოთხოვნა ფიქსირდება, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა. ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, და რაც მნიშვნელოვანია – დაბალი ფასებით,“- აღნიშნა პრემიერმა.