იყო ჭარბი ემოციები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი, თუმცა ახლა უკვე კანონი ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები.
ეს, განსაკუთრებით, ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ, გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება.
ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან.
მინდა, ყველას მოვუწოდო, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის.
თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
რუსულ კანონს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.