რა შემთხვევაში დაგატოვებინებენ გამოცდას პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება… “ყოფილა შემთხვევა, აბიტურიენტს ტელეფონი ჯიბეში ჩარჩენია” ….

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერენ. დეტალური განრიგი კი თქვენს საგამოცდო ბარათში იქნება, რომლის ამობეჭდვასაც საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებთ. დღეს გაგიზიარებთ ინფორმაციას იმ აუცილებელი წესების შესახებ, რომლებიც გამოცდამდე და გამოცდის მიმდინარეობისას უნდა გაითვალისწინოთ:

რეგისტრაცია გამოცდამდე ერთი საათით ადრე იწყება. ბარათზე რეგისტრაციის დაწყების დროა მითითებული. თქვენსავე ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით, საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

აბიტურიენტმა გამოცდის დღეს თან უნდა იქონიოს:

საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება – ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.