ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სამყურში 70 წლამდე კაცი, სანადირო თოფით დაიჭრა.
ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როცა კაცი თოფს წმენდდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა.