ვიდეო: „უცხო ადამიანი მიადგა ჩაკვეს, ფოტო მინდაო, ესეც გაემზადა…“ – რა შეემთხვა ლონდონში გიორგი ჩაკვეტაძეს

Geo Team სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ, სახალისო ისტორიაზე წერს.

როგორც აღმოჩნდა ლონდონის ქუჩებში გადაადგილებისას ქართველ ფეხბურთელს უცნობმა ადამიანმა ფოტოს გადაღება სთხოვა, გიორგი ჩაკვეტაძე გაემზადა ფოტოს გადასაღებად, თუმცა ფოტო მას გადააღებინეს:

„მოკლედ, ლონდონში ვართ: მე, ჩაკვე და ჩვენი მეგობარი დათა ვსეირნობთ ქუჩაში, უცხო ადამიანი მიადგა ჩაკვეს, ფოტო მინდაო, ესეც გაემზადა, დიდი სიამოვნებითო და ფოტო გადააღებინა🥹💔😆“ – წერს Geo Team და ვიდეოს ავრცელებს.