იმან ხალიფი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია

ალჟირელი მოკ­რი­ვე იმან ხა­ლი­ფი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ფი­ნა­ლურ რა­უნდში მან ჩი­ნე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იან ლიუ ან­გა­რი­შით 5-0 და­ა­მარ­ცხა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იმან ხა­ლი­ფი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ექ­ცა – იტა­ლი­ელ­მა ან­ჟე­ლა კა­რი­ნიმ ალ­ჟი­რე­ლი მე­ტო­ქე იმან ხე­ლი­ფის დარ­ტყმა ვერ აი­ტა­ნა და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

“ბრძო­ლა ვერ და­ვას­რუ­ლე. ცხვირ­ში მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, მივ­ხვდი, რომ გა­ჩე­რე­ბის დრო იყო. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მატ­ჩი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც უნდა მე­ფიქ­რა” – გა­ნუ­ცხა­და კა­რი­ნიმ BBC-ს.

გა­სულ წლამ­დე ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვის სქე­სი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. გა­სულ წელს, იმან ხა­ლი­ფი და ტა­ი­ვა­ნე­ლი Lin Yu‑ting-ი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მო­იხ­სნა. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ არა­ვინ იცის ზუს­ტად, რო­მე­ლი გა­მოც­და ვერ გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა.

კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IBA) პრე­ზი­დენ­ტმა, უმარ კრემ­ლევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დნმ-ის ტეს­ტის შე­დე­გე­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი XY ქრო­მო­სო­მუ­რი წყვი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მათ ქა­ლე­ბის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. თუმ­ცა, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რწმუ­ნე­ბით ორი­ვე მოკ­რი­ვე დიდი ხა­ნია ქალ­თა კრივ­ში ას­პა­რე­ზობს, ხოლო რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სპორ­ტსმე­ნის სქე­სი მისი პას­პორ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.