პოლონელი მსახიობი ბარბარა სენკევიჩი, რომელიც მის ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული დედის ტიტულს ატარებდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობმა 2015 წელის 60 წლის ასაკში ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინა ტყუპი ქალ-ვაჟი. ხშირად ამბობდა, რომ ძალიან უნდოდა დედობა და ბოლოს მაინც გადაწყვიტა ოცნების ასრულება, როცა ექიმმა უთხრა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი რეალურზე საკმაოდ მცირე იყო და ამან გადააწყვეტინა.
ბოლო პერიოდში დასუსტებული ჰქონდა ჯანმრთელობა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში თითქოს არაფერი. კლინიკაშიც იწვა სიყვითლის დიაგნოზით და 6 ივნისს სახლში გაწერილი გახდა ცუდად. 7 ივნისს თავის ბინაში გარდაიცვალა, 9 წლის შვილების თვალწინ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა მის ტყუპს. ისინი სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში გაგზავნეს და მათ შემდგომ ბედს ოჯახური საქმეების სასამართლო გააწყვეტს. სიცოცხლეში ქალს არ გაუმხელია, ვინ იყო ბავშვების ბიოლოგიური მამა.