ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ასახელებს 4 ტიპის საკვებს, რომლებიც ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საზიანოა და სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის:
– სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ჩვენივე ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი ვართ ხოლმე. როცა მაღაზიაში შევდივართ, უმეტესად, ისეთ რაღაცებს ვარჩევთ, რაც მალე მზადდება. გეტყვით 4 პროდუქტს, რომელთა ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ასაკს:
- სწრაფი კვების საშუალებები, როგორებიცაა, სნექები, ჩიფსები თუ სხვა – ძალიან ცუდი საკვებია, განსაკუთრებით ონკოლოგიის განვითარების კუთხით. ჩემი რჩევა იქნება, რომ მსგავს საკვებს მაქსიმალურად მოვერიდოთ.
- გაყინული პროდუქტებში ძალიან ბევრი შემნახველი საშუალებაა დამატებული, რომ არ გაფუჭდეს და დიდხანს გაძლოს. ის რაღაცები, რაც საკვებს ინახავს, ჩვენში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ამიტომ, გაყინული ხორცპროდუქტები არ შევიძინოთ.
- მოვერიდოთ სწრაფ სუფებს. წყალი რომ უნდა დავასხათ და 5 წუთში მომზადდება… ასეთი საშინელი პროდუქტის მიღება სასტიკად არ შეიძლება. ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა.
- სამწუხროდ, საქართველოში ალკოჰოლი ძალიან პოპულარულია. დოზას მნიშვნელობა არ აქვს, ერთი ჭიქაც კი სახიფათოა. ჩემი ძალიან მყარი რჩევა იქნება, რომ ალკოჰოლი მაქსიმალურად შევამციროთ. თუ განსაკუთრებული დღეა და უნდა მივიღოთ, მცირე რაოდენობით მივირთვათ, მაგრამ, ადამიანს, რომელსაც C და B ჰეპატიტი აქვს და ალკოჰოლსაც იღებს, რას ელოდება? ალკოჰოლი შეიძლება, ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი იყოს. უფრო ზუსტად, ალკოჰოლის მიღება ოთხი სიმსივნის განსაკუთრებული მიზეზი შეიძლება გახდეს. ესენია: ქალბატონების შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, ხახის, საყლაპავისა და ღვიძლის სიმსივნეები.