თურქეთმა საქართველო ხაფანგში ჩასვა…“ – რას წერს ესპანური მედია

საქართველო თურქეთის შეხვედრა 1:3 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურმა გამოცემა BernabeuDigital-მა აღნიშნულ მატჩზე დაწერა.

„„საქართველოსთან მატჩში არდა გიულერი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობებით, როგორიც მას აქვს.

ძალიან რთული მატჩი იყო. გიულერი ნეაპოლის დიდ ვარსკვლავს დაუპირისპირდა. საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეა. პირველი ნახევარი საათი გასაკვირი იყო. თურქეთმა საქართველო ხაფანგში ჩასვა.

სანიოლის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გიულერის წყალობით თურქეთი მაინც წინ გავიდა. საქართველო მეორე ტაიმში სხვა ზრახვებით გამოვიდა და შეტევა გააძლიერეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.“