“თურქებმა მოიგეს თამაში, თუმცა ქართველებმა ჩვენი გული მოიგეს” – როგორ ეხმაურებიან უცხოელები საქართელოს ნაკრების თამაშს

დღეს ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თამაშის პირველივე წუთიდან ქართველი ფეხბურთელები თავდაუზოგავად იბრძოდნენ და მეტოქის პირველი გოლის მიუხედავად, 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ პირველი ევროპული გოლიც გაიტანა.

მთელი საქართველო დიდი სიხარულითა და იმედით ადევნებდა თვალს ჩვენი ფეხბურთელების საოცარ თამაშს, თუმცა სრულიად მოულოდნელად, მატჩი ანგარიშით 3:1 დასრულდა.

თამაში წავაგეთ, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება… ქართველი ფეხბურთელების საოცარმა თამაშმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა:

“თურქებმა მოიგეს თამაში, თუმცა ქართველებმა ჩვენი გული მოიგეს” – წერენ უცხოელი გულშემატკივრები დღევანდელი თამაშის შეფასებისას.

“ქართველები საუცხოოდ თამაშობდნენ!”

“ეს იყო ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი, ვულოცავ თურქეთს, თუმცა რა უიღბლო იყო საქართველოს წაგება. ეს იყო საქართველოს საუკეთესო დებიუტი”.

“ძალიან საწყენია, მინდოდა საქართველოს მოეგო”