საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ნაკრების ნამდვილი ვარსკვლავია. ქოჩორაშვილს ხშირად მომავალ კაპიტნადაც მოიხსენიებენ.
22 წლის ფეხბურთელმა 2017 წელს დაიწყო თამაში თბილისის “საბურთალოს” შემადგენლობაში. დღეს საქართველოს ნაკრების და ესპანური “ლევანტეს” ცენტრალური ნახევარმცველია.
წარმოშობით გურჯაანის რაიონ კარდენახიდან არის. ჰყავს მშობლები და ერთი და.
გიორგი ქოჩორაშვილს სამ წელზე მეტია, რჩეული ჰყავს. მისი შეყვარებული ბრაზილიელისანდრა მენდონსაა, რომელიც მის თამაშებს ხშირად ესწრება და საქართველოშიც ახლდა.
“ვალენსიაში გავიცანი, 3 წელზე მეტია ერთად ვართ. „ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.