საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გამოაქვეყნა მეუღლის ფოტო, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა და მას ტრიბუნიდან ამხნევებდა. ელენეს მაისურზე ისტორიული მატჩის დღის, 26 მარტის სიმბოლური ფოტო აქვს გამოსახული, როდესაც გაირკვა რომ ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო შეხვედრა გუშინ გამართა. თამაშში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველო-თურქეთის მატჩი 3:1 დასრულდა.
თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა