მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია,რა ხდება ადგილზე.

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ მგზავრი ცოცხალი ამოიყვანეს და ის კლინიაკშია გადაყვანილი.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.

დამატებითი დეტალები უცნობია.