ზემო ფონიჭალაში მიუსაფარმა ძაღლმა არასრულწლოვანი დაკბინა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ბავშვის მშობელი ავრცელებს და წერს:
„ეს ვიდეო მტკიცებულება იმისა, რომ ჩემს შვილს სულ ტყუილად წამოუხტა ძაღლი და უკბინა. კიდევ კარგი რძის ბოთლი ეკავა ხელში და თავში ჩასცხო. მაგრამ დაკბენა მაინც მოასწრო. გავარკვიე უკვე როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფერზე რეაგირება. დამიდექით გვერდით კიდევ სხვები რომ არ დაზარალდნენ…“, – წერს ბავშვის მშობელი.