საბერძნეთში დააკავეს 49 წლის ქალი, რომელსაც ბავშვებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად, ის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა.
მედიის ინფორმაციით, ქალს პოლიციაში მეზობლებმა უჩივლეს.
არსებული ინფორმაციით, 49 წლის ქალმა 12 და 9 წელის ბავშვები ბრალდებულმა „ბავშვის ღიმილის“ ორგანიზაციიდან აიყვანა. კაცმა რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც ასევე, საქმის უცნაური გარემოებაა.
წყვილი წლების მანძილზე ცდილობდა ბავშვის გაჩენას, სცადეს ხელოვნური განაყოფიერების გზაც, თუმცა, უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, ბავშვების აყვანა და როგორც ცნობილია, კაცი ამ ფაქტით ბედნიერი იყო. აღსანიშნავია, რომ ქალი ნაშვილებ ბავშვებს სასტიკად ეპყრობოდა.
მეზობლები აცხადებენ, რომ თავად ბავშვებიც ხშირად გადიოდნენ სახლიდან და მათ დახმარებას სთხოვდნენ, საბოლოოდ, ისინი ზაკინთოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ასევე, იკვლევენ 49 წლის ქალის მეუღლის თვითმკვლელობის გარემოებებს.