დღეს მარიკუნა მიქატაძის დაბადების დღეა – რა ფოტოებს აქვეყნებს მისი შვილი

დღეს მარიკუნა მიქატაძის დაბადების დღეა. ის 40 წლის გახდებოდა.

მისი შვილი, ირინა ქიქოძე სოციალურ ქსელში დედასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გასული წლის 14 ივლისს გავრცელდა.

გამოძიების ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.