ნიუ-იორკელი მამაკაცი ბავშვების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის კონექტიკუტის სანაპიროზე მისი ორი შვილის დახრჩობას ცდილობდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ოფიცერმა სანაპიროზე მყოფი მანქანა დაინახა, მოგვიანებით კი, წყლიდან ყვირილიც შემოესმა.
ყვირილზე ოფიცერმა დაინახა კაცი და ორი პატარა ბავშვი წყალში. როდესაც ოფიცერი მათ მიუახლოვდა, მამაკაცმა ბავშვები წყალში უფრო შორს შეიყვანა.
როგორც გაირკვა, კაცი „განზრახ ახრჩობდა შვილებს“. ოფიცრები მაშინვე შევიდნენ წყალში და მოახერხეს ბავშვების გამოყვანა.
ბავშვები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ბავშვებს დახმარება სასწრაფო დახმარების მისვლამდე აღმოუჩინა.
ორივე მათგანი 3 წლამდე ასაკის იყო. მათი დედა შემთხვევის დროს ნიუ-იორკში იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა იყო შემთხვევის მოტივი, მამაკაცი საპატიმროში იმყოფება.