Telegram-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა პაველ დუროვმა, მისსავე პლატფორმაზე სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი თქმით, სპერმის დონაციის გზით, 12 ქვეყანაში ასზე მეტი შვილი შეეძინა.
- ვრცელ პოსტში დუროვმა განმარტა, თუ როგორ გახდა ბავშვების “ბიოლოგიური მამა”. მეწარმე ასევე აღნიშნავს, რომ გეგმავს მისი დნმ-ის საჯაროდ ხელმისაწვდომობას, რათა ბიოლოგიურ შვილებს ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმაროს.
”მე ახლახან გავიგე, რომ 100-ზე მეტი ბიოლოგიური შვილი მყავს. როგორ არის ეს შესაძლებელი მათთვის, ვინც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და ამჯობინებს მარტო ცხოვრებას?” – დაწერა მილირდერმა “ტელეგრამარხზე“.
მან ასევე გაასაჯაროვა, თუ როგორ გახდა სპერმის დონორი. როგორც აღმოჩნდა, 15 წლის წინ, მის ერთ-ერთ ახლო მეგობარს შვილის გაჩენა უჭირდა და სთხოვა, სპერმის დონორი გამხდარიყო. კლინიკაში ვიზიტის დროს კი მას უთხრეს, რომ ითვლებოდა “მაღალი ხარისხის დონორ მასალად” და შეეძლო უამრავ წყილს დახმარებოდა. რის შემდეგაც, დუროვი დონორად დარეგისტრირდა.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დონაციის შეწყვეტის მიუხედავად, მისი ბიოლოგიური მასალა IVF კლინიკაში გაყინული სახით ინახება, რაც შეიძლება “ანონიმურად გამოიყენონ ოჯახებმა, რომლებიც ეძებენ ბავშვებს“.
- Forbes-ის ცნობით, 39 წლის პაველ დუროვი ამჟამად 15.5 მლრდ დოლარს ფლობს. ის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში ცხოვრობს.
- 22წლის ასაკში პაველმა დააარსა Vkontakte, რუსეთის უდიდესი სოციალური ქსელი. მან სამშობლო მას შემდეგ დატოვა, რაც უარი თქვა რუსეთის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობაზე და მათთვის VK-ის მომხმარებლების დაშიფრული მონაცემების გადაცემაზე. საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, მაგრამ დუბაიში 2017 წლიდან ცხოვრობს.დღეს ის ყველაზე მეტად ცნობილია Telegram-ის დაარსებით, რომელიც Facebook Messenger-ისა და WhatsApp-ის მთავარი კონკურენტია.