პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა საქართველოსთან 0:2 მარცხის შემდეგ.
„მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით. ამან საქართველოს თავდაჯერება შემატა და მათი გამარჯვება დამსახურებული იყო.
ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, დაცვაზეცვიმუშავეთ, რომ მეტოქის კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. პირველ წუთებზე გოლის გაშვებამ ჩვენს თავდაჯერებულობაში ბზარი გააჩინა. ყველაფერი გაგვირთულა. გატანას ვცდილობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა.
ჩვენ უფრო დიდი ინტენსივობით თამაში გვჭირდებოდა. ეს ის მატჩი იყო, სადაც საქართველომ ისტორია დაწერა. მისთვის ეს ისტორიული შანსი იყო, რომ ჩვენ კი უკვე გასულები ვიყავით. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ. მაგრამ ქართველები ძალიან სწრაფად გადიოდნენ კონტრშეტევაზე“.