საქართველოს სახალხო ფეხბურთელი” – ასე გამოაცხადა კომენტატორმა ბუდუ ზივზივაძის შემოსვლა მოედანზე. გუშინ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბუდუ ზივზივაძემაც, რომლის შესახებ ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდანვე უამრავი კითხვა ტრიალებდა, თუ რატომ არ იყო ის სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი მატჩისას და რატომ არ აძლევდა მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას.
- თავად ბუდუმ თქვა, რომ სანიოლის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მადლობელია იმ რამდენიმე წუთითაც, რა დროსაც მოედანზე თამაში მოუწია.
“მადლობას გადავუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ იმყოფებოდა და ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა მათგან. მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. თავს ის ვგრძნობდით თითქოს თბილისში ვთამაშობდით. ვეტყვი მათ, რომ იამაყონ ამ გუნდით, რადგან საამაყო გუნდი გვყავს და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. უკვე რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ სასტუმროში იმ ბიჭებთან ყოფნა უკვე დიდი დღესასწაული იყო.მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, თუმცა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა ამ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც პროფესიონალი მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე ბედნიერი და მადლობელი ვარ მისი” – თქვა ბუდუმ. მის კომენტარს “სეტანტა” ავრცელებს.