თემქის მესამე მიკრორაიონში დღეს დილით ტრაგედია დატრიალდა. დილის 7 საათი სრულდებოდა, როცა ახალგაზრდა გოგონა 45-ე კორპუსის მაცხოვრებლებმა კორპუსთან ძირს დაგდებული ნახეს. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მაგრამ სამწუხაროდ, გოგონა ადგილზე იყო გარდაცვლილი. მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. საქმეში პოლიციაც ჩაერთო, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შემდეგაც, ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, გარდაცვლილი გოგონა ადგილობრივი არ იყო. სავარაუდოდ, ის იქ სტუმრად იმყოფებოდა, ან მათი მეორე ვერსიით, სპეციალურად მივიდა ამ კორპუსში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც ირკვევა, ფაქტს ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ მოფრინავდა ზედა სართულიდან რაღაც და როცა ძლიერი დაცემის ხმა გაიგო, ეზოში ჩასულმა ნახა, რომ ადამიანი იყო… მალევე მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, მაგრამ გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.ჩვენი მეზობელი ბიჭი ამბობს, დილით ადრე ფანჯარა ღია მქონდა და ვიხედებოდი, უცებ რაღაცამ ჩაიშხუილა ჩემ თვალწინ და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მერე ძალიან ძლიერი დაცემის ხმა გავიგეო. ის ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. საშინელი სურათი ვნახეთ. მეზობელს სასწრაფოში უკვე დარეკილი ჰქონდა. რომ მოვიდნენ და გასინჯეს ექიმებმა, გოგონა ცოცხალი აღარ იყო. ის ადგილზე დაიღუპა. მალე პოლიციაც მოვიდა, ისინი დაადგენენ, რა მოხდა. ეს იყო თვითმკვლელობა, თუ ვინმემ გადმოაგდო… ეს და სხვა დეტალები მერე გაირკვევა. საშინელი ამბავია”,- ამბობს იმ კორპუსის მაცხოვრებელიპოლიციაში დავრეკე და დახმარება ვითხოვე. წარმოუდგენელი ამბავია. ეზოში რომ ჩავედი, საბრალო სულ დამტვრეული იყო… ფეხსაცმელი ეტყობა გასძვრა და აქეთ-იქეთ ეყარა. მეეზოვეებიც მოგროვდნენ, ხალხი გამოვიდა, მაგრამ არავინ არაფერი იცის. აქ არასდროს მინახავს ეს გოგონა და რა მოხდა, ნადვილად არ ვიცი. გვიან ღამით დავბრუნდი სახლში და საეჭვო არაფერი შემინიშნავს. არც ხმაურის და ჩხუბის ხმა გამიგია. როგორ ვერავინ შენიშნა სადარბაზოში როგორ შემოვიდა, არავინ მნახველი არ არის, არანაირი მოძრაობა, ხმაური არ იყო. ძლიერი ბრახუნის ხმა იყო და ეს მძიმე სურათი ვნახეთ. პოლიცია მუშაობდა და ვიღაცები ჰყავდა მოყვანილი, არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი. 30 წლამდე ასაკის გამხდარი გოგონა იყო… ვერ დავივიწყებ იმ საშინელ სურათს, რაც მე იქ დამხვდა”,- ამბობს იმ კორპუსის მაცხოვრებელი.ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ვნახოთ, რა გაირკვევა.