მიუხედავად იმისა, რომ ფულის დაზოგვა – კარგია, ზოგიერთ რამეზე ფულის დახარჯვა ნამდვილად ღირს.
ყველას უყვარს ფულის დაზოგვა. შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება იყიდოთ რეპლიკა, მეორადი ნივთები ან პროდუქტის ძველი ვერსია და ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ხარჯების შესამცირებლად. თუმცა, არის რაღაცები, რომლებზეც არასდროს არ უნდა დაზოგოთ.
არსებობს პროდუქტების გრძელი სია, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ და რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე. გარდა ამისა, არსებობს ნივთები, რომლებიც უბრალოდ უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხის, რათა დაგიცვან მოსალოდნელი საფრთხისგან… და
შესაძლოა ისინი უფრო ძვირი ღირდეს.
სტატიაში საუბარია 10 რამეზე, რაზეც არასდროს არ უნდა დაზოგოთ:
1. ლეიბები
ცხოვრების თითქმის ნახევარს ატარებთ საწოლში, ამიტომ დარწმუნდით, რომ ხარისხიან ლეიბს ყიდულობთ. ლეიბმა უნდა გაძლოს მინიმუმ 5 წელი. თუმცა, ეს შეიძლება არ მოხდეს, თუ დაზოგავთ. კარგი ლეიბი უნდა იყოს კომფორტული და გამძლე.
იაფი ვარიანტის არჩევით არა მხოლოდ კარგ ძილს სწირავთ, არამედ შეიძლება მოგიწიოთ ლეიბის გამოცვლა ერთ წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში. ასევე შეიძლება გაგიჩნდეთ ზურგის პრობლემები, რომელთა მკურნალობა გაცილებით ძვირი დაჯდება.
ხარისხიანი ლეიბის ყიდვა უზრუნველყოფს უკეთეს ძილს, რაც თქვენს ჯანმრთელობას რეალურ სარგებელს მოუტანს და საშუალებას მოგცემთ უფრო მეტად ისიამოვნოთ ცხოვრებით.
2. ფეხსაცმელი
როცა ლეიბზე არ გძინავს, სავარაუდოდ, სადმე მიდიხარ. ხარისხიანი ფეხსაცმლის ყიდვა არის საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების და გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის დაზოგვის ერთ-ერთი გზა.
დაბალფასიანი ფეხსაცმელი შეიძლება სწრაფად გაცვდეს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ ახლის ყიდვა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე, თუ თავიდანვე ხარისხიან ფეხსაცმელს იყიდიდით.
უხარისხო ფეხსაცმელი არა მხოლოდ ცუდად გამოიყურება, არამედ ხელს უწყობს ზურგისა და სახსრების პრობლემების გაჩენას. დაბალფასიანი ფეხსაცმელი ყოველთვის კარგად არ ერგება ფეხს, რის გამოც ხდება ფეხების გადახურება, ბუშტუკების გაჩენა ან ფეხი ძალიან გტკივათ დღის ბოლოს. ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა წახვიდეთ და შეიძინოთ ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერული ფეხსაცმელი. ამის ნაცვლად, ჩაატარეთ კვლევა, წაიკითხეთ მიმოხილვები და იპოვეთ საშუალო ფასის ვარიანტი, რომელიც იქნება გამძლე და უზრუნველყოფს კომფორტს რამდენიმე წლის განმავლობაში.
3. ტუალეტის ქაღალდი
ტუალეტის ქაღალდში ოდნავ მეტის გადახდა არ გაგაკოტრებთ. ყველაზე იაფი ქაღალდი დაბალი ხარისხის მაკულატურისგან მზადდება. და აქ, ექსპერტების აზრით, ხანდახან საფრთხეები იმალება. ძვირადღირებული ქაღალდი, როგორც წესი, ცელულოზისგან მზადდება (ხის დამუშავების პროდუქტი).
4. ნაგვის ტომრები
როდესაც საქმე ამ საყოფაცხოვრებო აუცილებლობას ეხება, ყოველთვის უკეთესია აირჩიოთ უფრო გამძლე ვარიანტი.
როცა ნაგავი გადასაყრელად მიგაქვთ, ბოლო რაც გინდათ არის თქვენი ნაგვით სავსე ტომრის დახევა – ეს ყველაფერი რამდენიმე თეთრის გამო. აიცილე თავიდან უსიამოვნება და შემდეგ ჯერზე, როცა ნაგვის ტომრებს იყიდი, აირჩიე საუკეთესო ვარიანტი.
5. შინაური ცხოველების საკვები
ვეტერინარების აზრით, შინაური ცხოველების საკვები არის ყოველკვირეული ან ყოველთვიური ხარჯი, რაზეც დაზოგვა არ ღირს. თქვენი შინაური ცხოველის უხარისხო ან სველი საკვებით კვებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. თქვენი შინაური ცხოველისთვის უფრო ძვირიანი ვარიანტის არჩევით, შეძლებთ თავიდან აიცილოთ მომავალი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, თირკმელების დაავადება და სტომატოლოგიური პრობლემები და ასევე, დაზოგავთ ფულს ვეტერინარებზე მომავალში.
6. საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები
საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები არის ერთ-ერთი, რომელზეც არასდროს არ უნდა დაზოგოთ. როდესაც საქმე ეხება თქვენი სახლის უნაკლო სისუფთავის შენარჩუნებას, იაფი ბრენდები უბრალოდ ვერ უმკლავდებიან ამ ამოცანას. დაზოგეთ დრო და ძალისხმევა, ოდნავ უფრო ხარისხიანი საწმენდი საშუალებების არჩევით.
კიდევ ერთი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელზეც არ უნდა დაზოგოთ, არის მტვერსასრუტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს ძვირადღირებული შენაძენი, მაღალი ხარისხის მტვერსასრუტის ყიდვა გარანტია იმისა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში გაგიძლებთ.
7. სამედიცინო და სტომატოლოგიური ხარჯები
თქვენი ჯანმრთელობა ღირს იმად, რომ მასზე ცოტა უფრო მეტი ფული დახარჯოთ, იქნება ეს თქვენთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა, ექიმთან რეგულარული ვიზიტი თუ კბილის ჯაგრისის ხშირად გამოცვლა. თქვენი ჯანმრთელობა არის ის სფერო, სადაც ნამდვილად არ ღირს დაზოგვა.
8. მზისგან დამცავი კრემი
ექსპერტების დასკვნების მიხედვით, იაფი მზისგან დამცავი საშუალება არის პროდუქტი, რომელიც ნამდვილად არ უნდა იყიდოთ. სახეზე დამცავი კრემის ნაკლებობა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. გარდა ამისა, მზის გამოსხივება ზრდის კანის კიბოს რისკს. იცოდით, რომ კანის კიბო კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, მაგრამ ასევე არის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე პრევენციული სახეობა; უბრალო, მარტივი სიფრთხილის ზომები – ეს არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა.
ზაფხულის ცხელი სხივებისგან დაცვა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ზოგიერთი მზისგან დამცავი კრემი ყოველთვის არ გვეხმარება. დახარჯეთ ცოტა მეტი და აირჩიეთ სანდო ბრენდების საშუალებები ამ ზაფხულს თქვენი კანის დასაცავად.
9. დამტენი
ყველა ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც გვიყიდია ტელეფონის დაბალფასიანი დამტენი და მას ერთი-ორი კვირის შემდეგ მუშაობა შეუწყვეტია. სხვა მწარმოებლების ყველა დამტენი არ არის თავსებადი კომპიუტერებთან ან სხვა პორტებთან. ორიგინალური მოწყობილობების ყიდვა უზრუნველყოფს, რომ არასოდეს დარჩეთ არამუშა ტელეფონით.
10. სამზარეულოს ტექნიკა და ჭურჭელი
ზოგისთვის კერძების მომზადება სიამოვნებაა, ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა იყიდით სამზარეულოს ჭურჭელსა და ტექნიკას, აირჩიეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტები. კარგი ხარისხის სამზარეულოს დანა ათჯერ მეტხანს გაძლებს, ვიდრე დაბალფასიანი.