“საინტერესოა, ბატონი კაშია, როგორც ევროპის სტადიონებზე სექსუალურ უმცირესობათა სიმბოლიკით მორბენალი, ამაზე რა აზრისაა?” – რას წერს ნათელაშვილი კაშიაზე?

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გურამ კაშიასგან ანტი ლგბტ კანონზე აზრის გამოხატვას ელოდება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ კაშია ის კაპიტანია, რომელმაც სექსუალური უმცირესობის მხარდასაჭერად მხარზე სამკლაურიც კი გაიკეთა, ახლა კი დროა ანტი ლგბტ კანონზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს:

“საინტერესოა ბატონი კაშია  როგორც ევროპის სტადიონებზე სექს-უმცირესობათა სიმბოლიკით მორბენალი და ამის გამო დიდი ვაების გადამტანი, ამ ივანიშვილისადმი მადლობის გადახდისას მილიონების ჩუქების გამო, რა აზრისაა ოლიგარქისგან დაინიცირებულ ანტი ლგბტ კანონზე?”