დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა – ინფორმაციას ქართველი ფეხბურთელის კლუბიც ადასტურებს.
“ხოჭოლავა ტრავმების გამო იძულებული გახდა პროფესიული საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა, ამიტომაც კოპენჰაგენს ტოვებს“, – წერია კოპენჰაგენის განცხადებაში.
ცნობისთვის, 31 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მაისური ჯამში 39 შეხვედრაში მოირგო, დებიუტი კი ვლადიმერ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა.