უბედური შემთხვევა ბათუმში – უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავიდან 17 წლის ბიჭი ჩამოვარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნათესავს სახურავის შეკეთებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და შენობიდან გადმოვარდა.
სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას, ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.