ყაჩაღობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში –  სოფელ ნაწულუკუში ერთ-ერთ ოჯახს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა

ზუგდიდის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­წუ­ლუ­კუ­ში გვი­ან ღა­მით ყა­ჩა­ღო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე და­უდ­გე­ნე­ლი პირი ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­იჭ­რა. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ცე­მია ოჯა­ხის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­თი­ვე თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სახ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს.