ფოტოზე: მოკლული ახალგაზრდაა, ფოტოს “თაიმერი” ავრცელებს
ხონში ასხის მთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რომელიც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდარის დეტალებს და მოკლულის ფოტოს საინფორმაციო პორტალი “თაიმერი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალაგაზრდა მამაკაცს მთაში საქონელი ჰყავდა, სადაც იქ მყოფ პირთან შელაპარაკაება მოუვიდა, რაც მკვლელობით დასრულდა. მათივე ცნობით, გარდაცვლილი გვარად ფაილოძეა.