გერმანიაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ – როგორც გერმანიის ქართული სათვისტომოს ფეისბუქ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაკარგულია 69 წლის შოთა კაპანაძე. ის ბერლინში 12 ივლისს ჩავიდა და ლაიფციგში უნდა წასულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

დაკარგულს აცვია თეთრი ზოლიანი პერანგი,  შავი შარვალი და ფეხსაცმელი და ახურავს შავი კეპი. თან აქვს ლურჯიAdidas-ის ზურგჩანთა.