ნატახტრის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტრის გზაზე _ ინფორმაციას “მთავარი არხის” ვებგვერდს თვითმხილველები აწვდიან. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ცისტერნა შეეჯახა. უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.