როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მაჭკატები სწრაფად და მარტივად

შემოგთავაზებთ გემრიელი მაჭკატების რეცეპტს. შეგიძლიათ ინგრედიანტთა ჩამონათვალში შეიტანოთ ცვლიბები. შაქარი ჩაანაცვლოთ ქიშმიშით ან  ფინიკით, ან გარგრის ჩირით, მანანი_შვრიის ან ბრინჯის ფქვილით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გემრიელად მიირთვით!

მაჭკატების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 200 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქრი 3-4 ს. კ.
  • არაჟანი ან კეფირი, ან იოგურტი 5 ს. კ.
  • მანანი 2 ს. კ.
  • გამდნარი კარაქი 2 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით
  • მომზადების წესი:
  • ხაჭოს დაამატეთ შაქარი, ვანილი, გამაფხვიერებელი და აურიეთ ჩანგლით ან კოვზით. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი, მანანი და მოურიეთ. თუ გსურთ, დაამატეთ თქვენთვის სასურველი ჩირი.მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ხაჭოს კვერები  შეგიძლიათ შეწვათ ზეთში ან გამოაცხოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
  • ოქროსფრად დაბრაწული მაჭკატები გემრიელად მიირთვით არაჟანთან, თაფლთან ან მურაბასთან ერთად.