საზარელი შემთხვევა მოხდა 2 დღის წინ რუსეთის ქალაქ პერმში. დილას ადრე მამაკაცმა ნაგვის ურნასთან შავი ჩემოდანი იპოვა და სასწრაფოდ გახსნა იმ იმედით, რომ იქ რამე სასარგებლოს იპოვიდა. თუმცა ჩემოდანში მრავლობითი დაზიანებებით გარდაცვლილი ბიჭუნა აღმოაჩინეს.
დაიწყო ძიება, ახლომახლო ტერიტორიების დათვალიერება, გარდაცვლილის ამოცნობაზე მუშაობა და კამერების ჩანაწერების გაშიფვრა.
გამომძიებლებმა მოკლული ბიჭის ბინიდან ვიდეო გამოაქვეყნეს.ქალი, რომელსაც ჩემოდანი მიჰქონდა, ბიჭის დედა აღმოჩნდა. შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის პერმელი ქალი ამ დრომდე იძებნება.