ოჯახის წევრები ლაგოდეხში დაკარგულ 12 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას “ფეისბუქზე“ ანა გელაშვილი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:
“სასწრაფოდ! ლაგოდეხში ვინც ხართ, დაიკარგა 12 წლის ბავშვი. მწვანე მაისური ეცვა, ველოსიპედით სეირნობდა.
ძალიან გთხოვთ თუ ვინმე სადმე დაინახავთ, დამირეკეთ 598102820 ან 593169922. ძალიან გთხოვთ, ყურადღება გამოიჩინოთ“, – წერს ანა გელაშვილი.
ოჯახის ახლობლის თქმით, ბიჭუნა შშმ პირია.
სულ ახლახან ანა გელაშვილმა მეორე პოსტიც დადო, სადაც წერს:
“არ გამოჩნდა ხალხოოოო და ახლა გავდივართ ყველა კიდევ.
გთხოვთ სანამ შებინდდება უნდა ვიპოვოთ გთხოვთ ყველას ვისაც შეგვიძლია გამოდით ყველა.
საბა ქვია და თუ სადმე შეაზლებთ.
ყველა გამოდით გამოდით და გამოდით”