არასამთავრობო ორგანიზაცია “შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-8 ფილიალის, 0835 -ე ბრიგადის შესახებ ემოციურ ისტორიას ავრცელებს.
ბრიგადის წევრებმა: ექიმმა შორენა ცოტნიაშვილმა, უმცროსმა ექიმმა თამაზ მჭედლიძემ და ძღოლმა ლევან ფერაძემ ნამდვილი სასწაული მოახდინეს. მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ქალს, რომელსაც გული გაუჩერდა, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, აუმუშავეს.
“თბილისის მე-8 ფილიალის 0835 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – სუნთქვის გაძნელება მიიღო.
გამოძახების ადგილზე მისულებს ასაკოვანი ქალბატონი სუნთქვის გაძნელებით დახვდათ. ექიმების მიერ წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება. მონიტორზე აყვანისას პაციენტმა დაკარგა გონება, შეწყვიტა სუნთქვა და განვითარდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განვითარდა სინუსური ტაქიკარდია. ჰოსპიტალიზაციის პროცესში ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაციული ღონისძიებები ლიფტშიც და სასწრაფო დახმარების მანქანაშიც გაგრძელდა.
ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი. #გვეამაყება ექიმი შორენა ცოტნიაშვილი, უმცროსი ექიმი თამაზ მჭედლიძე და მძღოლი ლევან ფერაძე“ – წერს ორგანიზაცია.