ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე ქალი დაიკარგა, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს

ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე 77 წლის ქალი დაიკარგა, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს.

ახლობლის ინფორმაციით, ქალს თბილად და ზაფხულისთვის შეუსაბამოდ აცვია.

“გავიდა სახლიდან და დაიკარგა, არ ახსოვს მისამართი, არ აქვს ცნობადობა, არის თბილად ჩაცმული ამ პერიოდისთვის შეუსაბამო. ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, თუ სადმე თვალი მოკრათ გთხოვთ დაურეკოთ  კახას- 593919202, ან რუსუდანს – 599305316”, – აცხადებენ ოჯახის წევრები.