აპლიკანტი თამარ ოთანაძე მაგისტრატურის გამოცდაზე ფეხშიშველი მივიდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
რატომ მივიდა თამარი გამოცდაზე ფეხშიშველი, თავის ისტორიას იგი „ეტალონთან“ ჰყვება.
„გუშინ საღამოს მეგობართან დავრჩი, სახლში წასვლა ვერ მოვახერხე. თან მქონდა მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი, რომელიც გავრეცხე და თურმე, გაფუჭებულა. დილით ჩავიცვი და საგამოცდო ცენტრთან რომ მოვედი, მაშინ მივხვდი, რომ გამძვრა და ნაწილებად დაიშალა. მომიწია, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში ჩამეყარა და ასე დავრჩი ფეხშიშველი“,- ამბობს თამარი.
წყარო: etaloni.ge