ფლორიდელი კაცი, რომელსაც არ სურდა, რომ შეყვარებულს და პოლიციელებს მის ტელეფონში არსებული ინფორმაცია ენახათ, პაროლის მიცემის თავიდან ასაცილებლად, ოკეანეში გადახტა. მანამდე მას პოლიცია იახტასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში კითხავდა.
პოლიციელების სამხრე კამერებით აპრილში გადაღებული ვიდეო YouTube-ზე ახლახან გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უკვე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
მას შვიდი წუთის განმავლობაში სდევნიდნენ, ბოლო კი ნაპირზე შეძლეს დაკავება.
- როგორც ირკვევა, პოლიციის ოფიცრები სხვა ხომალდს ეძებდნენ, მაგრამ შემთხვევით ეიჯეის და მის შეყვარებულს წააწყდნენ ნავზე, რომელსაც რამდენიმე დარღვევა უფიქსირდებოდა.
პოლიციელებმა სწრაფად აღმოაჩინეს, რომ შეყვარებულებს თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, ხოლო ნავი, რომელზეც იმყოფებოდნენ, რამდენიმე წესს არღვევდა.
როგორც ვიდეოში ჩანს, კაცი აცხადებს, რომ არაფერი დაუშავებია, შემდეგ თანდათან პოლიციელებზე ბრაზდება. შეყვარებული მას ამშვიდებს დაუმეორებს, რომ “დამშვიდდეს.”
“უნდა დამშვიდდე… პანიკაში ხარ,” – ეუბნება მას შეყვარებული.
შეშფოთებული ეიჯეი ეკითხება ოფიცრებს, რა მოხდება, თუ ის “წყალში გადახტება და გაცურავს.”
“გამოგყვები,” – პასუხობს ოფიცერი.
- “ეიჯეი, ვფიცავ ღმერთს, თუ წყალში გადახტები, ხვალ აქ აღარ ვიქნები”, – ემუქრება შეყვარებული.
შემდეგ ქალი ეიჯეის სთხოვს ტელეფონი “განბლოკოს”, პაროლი უთხრას, რათა უფროსის ტელეფონის ნომერი იპოვოს.
“რა არის შენი ტელეფონის პაროლი?” – ეკითხება ქალი ეიჯეის, რა დროსაც ეს უკანასკნელი ნავის უკანა კუთხისკენ მიდის და პოლიციელებს ეუბნება, რომსაინფორმაციო პორტალი
შეყვარებული ტელეფონის პაროლს სთხოვდა, თუმცა კაცმა ოკეანეში გადახტომა არჩია – რა მოხდა ფლორიდაში?
13:26 / 17-07-2024
ფლორიდელი კაცი, რომელსაც არ სურდა, რომ შეყვარებულს და პოლიციელებს მის ტელეფონში არსებული ინფორმაცია ენახათ, პაროლის მიცემის თავიდან ასაცილებლად, ოკეანეში გადახტა. მანამდე მას პოლიცია იახტასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში კითხავდა.
პოლიციელების სამხრე კამერებით აპრილში გადაღებული ვიდეო YouTube-ზე ახლახან გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უკვე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
- კადრებში ჩანს, როგორ კამათობს კაცი, სახელად ეიჯეი ოფიცრებთან და თავის შეყვარებულთან მას შემდეგ, რაც პოლიციელები მას ტელეფონის პინ კოდს მოსთხოვენ. შემდეგ ჩანს, როგორ ღიზიანდება. ბოლოს კი, ზღვაში გადახტება.
პოლიციელები მას შვიდი წუთის განმავლობაში სდევნიდნენ, ბოლო კი ნაპირზე შეძლეს დაკავება.
- როგორც ირკვევა, პოლიციის ოფიცრები სხვა ხომალდს ეძებდნენ, მაგრამ შემთხვევით ეიჯეის და მის შეყვარებულს წააწყდნენ ნავზე, რომელსაც რამდენიმე დარღვევა უფიქსირდებოდა.
პოლიციელებმა სწრაფად აღმოაჩინეს, რომ შეყვარებულებს თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, ხოლო ნავი, რომელზეც იმყოფებოდნენ, რამდენიმე წესს არღვევდა.
როგორც ვიდეოში ჩანს, კაცი აცხადებს, რომ არაფერი დაუშავებია, შემდეგ თანდათან პოლიციელებზე ბრაზდება. შეყვარებული მას ამშვიდებს და უმეორებს, რომ “დამშვიდდეს.”
“უნდა დამშვიდდე… პანიკაში ხარ,” – ეუბნება მას შეყვარებული.
შეშფოთებული ეიჯეი ეკითხება ოფიცრებს, რა მოხდება, თუ ის “წყალში გადახტება და გაცურავს.”
“გამოგყვები,” – პასუხობს ოფიცერი.
- “ეიჯეი, ვფიცავ ღმერთს, თუ წყალში გადახტები, ხვალ აქ აღარ ვიქნები”, – ემუქრება შეყვარებული.
შემდეგ ქალი ეიჯეის სთხოვს ტელეფონი “განბლოკოს”, პაროლი უთხრას, რათა უფროსის ტელეფონის ნომერი იპოვოს.
“რა არის შენი ტელეფონის პაროლი?” – ეკითხება ქალი ეიჯეის, რა დროსაც ეს უკანასკნელი ნავის უკანა კუთხისკენ მიდის და პოლიციელებს ეუბნება, რომ “დღეს ციხეში არ წავა.”
შეყვარებული ეიჯეის წინ ტელეფონით ხელში დგება და კვლავ ეუბნება, რომ პაროლი უთხრას. ციხეში წასვლის თუ შეყვარებულისთვის ტელეფონის პაროლის გამხელის შიშით ეიჯეი წყალში ხტება.
მედიისთვის უცნობია, რა ბრალდება წაუყენეს ეიჯეის ამ უცნაური შემთხვევის შემდეგ. ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ ეიჯეი უფრო შეშფოთებული ჩანდა იმით, რომ მის შეყვარებულს ტელეფონზე წვდომა არ ჰქონოდა, ვიდრე – დაკავების საფრთხით.
“ეს ტიპი ციხეზე არ ღელავდა, ის იმაზე ანერვიულდა, რომ ტელეფონს ბლოკი მოეხსნებოდა”, – დაწერა ერთმა მომხმარებელმა.
“ურჩევნია მძიმე დანაშაული ჩაიდინოს, ვიდრე თავის გოგოს ტელეფონზე წვდომა მისცეს”, – წერს კიდევ ერთი მოქალაქე კომენტარებში.