ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან – “არადა მსოფლიო შეძრა 8 წლის გოგოს ამბავმა, რომელიც გაათხოვეს და პირველ  ღამეს ინტიმური ურთიერთობისას დაიღუპა”

ერაყის პარ­ლა­მენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა გო­გო­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის შემ­ცი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რდა მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბი ცხრა ასა­კი­დან და­ქორ­წინ­დე­ბი­ან. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა ამ ფაქტს ვე­ლურ და ამო­რა­ლურ აქ­ტად თვლის. თუმ­ცა, ერაყ­ში რა­დი­კა­ლუ­რი მორ­წმუ­ნე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რო­ბენ

გო­გო­ნა ცხრა წლის, ბიჭი 15 წლის

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერა­ყის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ წა­რად­გი­ნა. ამ დრო­ის­თვის ერაყ­ში ქორ­წი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 18 წე­ლია. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის შემ­ცი­რე­ბას. და თუ მას მი­ი­ღე­ბენ, მშობ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ გო­გო­ე­ბი ცხრა წლი­დან, ხოლო ბი­ჭე­ბი 15 წლი­დან და­ა­ქორ­წი­ნონ.

ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­ქორ­წი­ნე­ბი­სას არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ცვლი­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს შიიტ და სუ­ნი­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­სა­მარ­თლოს ნაც­ვლად ქორ­წი­ნე­ბა თა­ვად და­ა­რე­გის­ტრი­რონ. დო­კუ­მენ­ტის ოპო­ნენ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა ერა­ყე­ლი ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­არ­ღვი­ოს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და შვი­ლე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბას­თან. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ პი­რი­ქით, ის და­ი­ცავს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს „ცოდ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან“.

გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს, ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტმა დე­პუ­ტა­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩა­აგ­დო. თუმ­ცა, 4 აგ­ვის­ტოს სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტი კვლავ წა­რად­გი­ნეს, ვი­ნა­ი­დან დო­კუ­მენტს მხა­რი გავ­ლე­ნი­ან­მა ში­ი­ტურ­მა პარ­ტი­ებ­მა და­უ­ჭი­რეს.

ჯერ კი­დევ 1959 წელს ერაყ­ში სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებს ჩა­მო­ერ­თვათ და სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. თუმ­ცა, ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს რე­ლი­გი­უ­რი ნორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ძი­რი­თა­დად, ში­ი­ტურ და სუ­ნი­ტურ ის­ლამ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც, ერაყ­ში მცხოვ­რებ სხვა რე­ლი­გი­ურ თე­მებს არ შე­ე­ხე­ბათ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

კა­ნო­ნის კრი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს და­ან­გრევს ყვე­ლა­ნა­ირ პროგ­რესს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ქალ­თა ჯგუ­ფე­ბი, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აქ­ტი­ვის­ტე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არის დარ­ტყმა გა­ნათ­ლე­ბა­ზე და საფრ­თხეს უქ­მნის თი­ნე­ი­ჯე­რო­ბამ­დე­ლი გო­გო­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იწ­ვევს ერა­ყის სკო­ლე­ბი­დან გო­გო­ნე­ბის გა­დი­ნე­ბას და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე ად­რე­ულ ორ­სუ­ლო­ბას და ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ზრდას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნამ­დეც, Human Rights Watch წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ჯო სტორკმა აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ა­უ­ა­რე­სებს უთა­ნას­წო­რო­ბას ერაყ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, მხარს უჭერს თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბებს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

კანონპროექტის  კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ის არ­სე­ბი­თად აკა­ნო­ნებს ქორ­წი­ნე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე კრძა­ლავს ქა­ლე­ბის­თვის ქმრის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სახ­ლი­დან გას­ვლას. მისი მი­ხედ­ვით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ყვე­ლა ბავ­შვი ავ­ტო­მა­ტუ­რად დარ­ჩე­ბა მა­მას­თან.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, გო­გო­ნას უფ­ლე­ბა აქვს და­ქორ­წინ­დეს ცხრა წელ­ზე უმ­ცრო­სი ასაკ­შიც – ამი­სათ­ვის მას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მა­მის ან ბა­ბუ­ის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა.

”ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი, – ამ­ბო­ბენ დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რე­ბი, – ისე­ნი არი­ან ურ­წმუ­ნო­ე­ბი, ის­ლა­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი და მათი საქ­მე არ არის, თუ რა არის სწო­რი და რა არას­წო­რი მუ­სულ­მა­ნურ ოჯახ­ში. და ზო­გა­დად, ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მხო­ლოდ აკა­ნო­ნებს იმას, რაც უკვე პრაქ­ტი­კა­შია ერაყ­ში და სხვა მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში“.

ამ სა­კი­თხში კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თლე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, UNICEF-ის ან­გა­რი­შიც მი­ხედ­ვით, ერაყ­ში გო­გო­ნე­ბის 28% უკვე 18 წლამ­დე უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ასა­კი ამ ქვე­ყა­ნა­ში 18 წლი­დან იწყე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უბ­რა­ლოდ გვერდს უვ­ლი­ან კა­ნონს, რად­გან მე­ურ­ვის ნე­ბარ­თვით 15 წლის ასაკ­ში შე­უძ­ლი­ათ და­ქორ­წი­ნე­ბა.

აი­შას ფაქ­ტო­რი

თუ შე­თა­ვა­ზე­ბულ კა­ნონს თე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გან­ვმარ­ტავთ, მა­შინ მუს­ლი­მე­ბი იხ­სე­ნე­ბენ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ერთ-ერთ ცოლს, აი­შას, რო­გორც არ­გუ­მენტს. ის­ლა­მურ წიგ­ნებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ აიშა, რო­მე­ლიც იყო მუ­ჰა­მე­დის მე­სა­მე და უმ­ცრო­სი ცოლი, ის წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ზე ცხრა წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. თუმ­ცა, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ყველ­გან არ ემ­თხვე­ვა.

სა­კი­თხის ფი­ზი­კურ, ინ­ტი­მურ მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის­ლა­მუ­რი ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რებ­საც არ აქვთ სა­ერ­თო აზრი. დიახ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ფორ­მა­ლუ­რად ცხრა წლის გო­გო­ნა იყო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ცოლი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ერთი მი­ნიშ­ნე­ბა იმი­სა, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ის სა­წოლს იზი­ა­რებ­და თა­ვის ზრდას­რულ ქმარ­თან.

აიშა ით­ვლე­ბა ის­ლა­მის ერთ-ერთ უდი­დეს მეც­ნი­ე­რად (მათ შო­რის მხო­ლოდ შვი­დია) და მას უწო­დე­ბენ “მორ­წმუ­ნე­თა დე­დას”, ამი­ტომ მისი ქორ­წი­ნე­ბის ასაკ­ზე მი­თი­თე­ბა ხში­რად მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტია გო­გო­ნე­ბის ბე­დის გა­და­წყვე­ტი­სას.

რა­დი­კა­ლუ­რი მუს­ლი­მი ოჯა­ხე­ბი

მა­გა­ლი­თად, სა­უ­დის არა­ბეთ­ში, სა­დაც კა­ნონს პრინ­ციპ­ში არ აქვს „ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის“ ცნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ თე­ო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, ხში­რად ეყ­რდნო­ბა აი­შას ასაკს. შე­დე­გი აშ­კა­რაა: სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ამ ქვე­ყა­ნა­ში გო­გო­ნე­ბის 16% სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე ქორ­წინ­დე­ბა.

ავ­ღა­ნეთ­ში სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო მძი­მეა: იქ ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე გო­გო­ნა 15 წლამ­დე ქორ­წინ­დე­ბა. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2009 წლი­დან ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი იცავს ქალ­თა უფ­ლე­ბებს, მათ შო­რის, ად­რე­უ­ლი და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის აკ­რძალ­ვას, ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა 2%-ით გა­ი­ზარ­და – სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ სურთ ჩა­ე­რი­ონ ის­ლა­მუ­რი ოჯა­ხე­ბის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში.

სხვა საინფორმაციო პორტალი

ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან – “არადა მსოფლიო შეძრა 8 წლის გოგოს ამბავმა, რომელიც გაათხოვეს და პირველ  ღამეს ინტიმური ურთიერთობისას დაიღუპა”

21:08 / 17-08-2024

ერაყში მიიღეს კანონი, რომლითაც გოგონები 9 წლის ასაკიდან გათხოვდებიან - "არადა მსოფლიო შეძრა 8 წლის გოგოს ამბავმა, რომელიც გაათხოვეს და პირველ  ღამეს ინტიმური ურთიერთობისას დაიღუპა"

ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა გო­გო­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის შემ­ცი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რდა მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბი ცხრა ასა­კი­დან და­ქორ­წინ­დე­ბი­ან. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა ამ ფაქტს ვე­ლურ და ამო­რა­ლურ აქ­ტად თვლის. თუმ­ცა, ერაყ­ში რა­დი­კა­ლუ­რი მორ­წმუ­ნე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რო­ბენ

გო­გო­ნა ცხრა წლის, ბიჭი 15 წლის

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერა­ყის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ წა­რად­გი­ნა. ამ დრო­ის­თვის ერაყ­ში ქორ­წი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 18 წე­ლია. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის შემ­ცი­რე­ბას. და თუ მას მი­ი­ღე­ბენ, მშობ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ გო­გო­ე­ბი ცხრა წლი­დან, ხოლო ბი­ჭე­ბი 15 წლი­დან და­ა­ქორ­წი­ნონ.

ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­ქორ­წი­ნე­ბი­სას არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ცვლი­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს შიიტ და სუ­ნი­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­სა­მარ­თლოს ნაც­ვლად ქორ­წი­ნე­ბა თა­ვად და­ა­რე­გის­ტრი­რონ. დო­კუ­მენ­ტის ოპო­ნენ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა ერა­ყე­ლი ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­არ­ღვი­ოს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და შვი­ლე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბას­თან. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ პი­რი­ქით, ის და­ი­ცავს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს „ცოდ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან“.

გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს, ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტმა დე­პუ­ტა­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩა­აგ­დო. თუმ­ცა, 4 აგ­ვის­ტოს სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტი კვლავ წა­რად­გი­ნეს, ვი­ნა­ი­დან დო­კუ­მენტს მხა­რი გავ­ლე­ნი­ან­მა ში­ი­ტურ­მა პარ­ტი­ებ­მა და­უ­ჭი­რეს.

ჯერ კი­დევ 1959 წელს ერაყ­ში სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებს ჩა­მო­ერ­თვათ და სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა. თუმ­ცა, ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს რე­ლი­გი­უ­რი ნორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ძი­რი­თა­დად, ში­ი­ტურ და სუ­ნი­ტურ ის­ლამ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც, ერაყ­ში მცხოვ­რებ სხვა რე­ლი­გი­ურ თე­მებს არ შე­ე­ხე­ბათ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კა­ნო­ნის ავ­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

კა­ნო­ნის კრი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს და­ან­გრევს ყვე­ლა­ნა­ირ პროგ­რესს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ქალ­თა ჯგუ­ფე­ბი, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აქ­ტი­ვის­ტე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არის დარ­ტყმა გა­ნათ­ლე­ბა­ზე და საფრ­თხეს უქ­მნის თი­ნე­ი­ჯე­რო­ბამ­დე­ლი გო­გო­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იწ­ვევს ერა­ყის სკო­ლე­ბი­დან გო­გო­ნე­ბის გა­დი­ნე­ბას და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე ად­რე­ულ ორ­სუ­ლო­ბას და ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ზრდას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნამ­დეც, Human Rights Watch წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ჯო სტორკმა აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ა­უ­ა­რე­სებს უთა­ნას­წო­რო­ბას ერაყ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, მხარს უჭერს თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბებს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ის არ­სე­ბი­თად აკა­ნო­ნებს ქორ­წი­ნე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე კრძა­ლავს ქა­ლე­ბის­თვის ქმრის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სახ­ლი­დან გას­ვლას. მისი მი­ხედ­ვით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ყვე­ლა ბავ­შვი ავ­ტო­მა­ტუ­რად დარ­ჩე­ბა მა­მას­თან.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, გო­გო­ნას უფ­ლე­ბა აქვს და­ქორ­წინ­დეს ცხრა წელ­ზე უმ­ცრო­სი ასაკ­შიც – ამი­სათ­ვის მას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მა­მის ან ბა­ბუ­ის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა.

”ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი, – ამ­ბო­ბენ დო­კუ­მენ­ტის ავ­ტო­რე­ბი, – ისე­ნი არი­ან ურ­წმუ­ნო­ე­ბი, ის­ლა­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი და მათი საქ­მე არ არის, თუ რა არის სწო­რი და რა არას­წო­რი მუ­სულ­მა­ნურ ოჯახ­ში. და ზო­გა­დად, ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მხო­ლოდ აკა­ნო­ნებს იმას, რაც უკვე პრაქ­ტი­კა­შია ერაყ­ში და სხვა მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში“.

ამ სა­კი­თხში კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თლე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, UNICEF-ის ან­გა­რი­შიც მი­ხედ­ვით, ერაყ­ში გო­გო­ნე­ბის 28% უკვე 18 წლამ­დე უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ასა­კი ამ ქვე­ყა­ნა­ში 18 წლი­დან იწყე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უბ­რა­ლოდ გვერდს უვ­ლი­ან კა­ნონს, რად­გან მე­ურ­ვის ნე­ბარ­თვით 15 წლის ასაკ­ში შე­უძ­ლი­ათ და­ქორ­წი­ნე­ბა.

აი­შას ფაქ­ტო­რი

თუ შე­თა­ვა­ზე­ბულ კა­ნონს თე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გან­ვმარ­ტავთ, მა­შინ მუს­ლი­მე­ბი იხ­სე­ნე­ბენ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ერთ-ერთ ცოლს, აი­შას, რო­გორც არ­გუ­მენტს. ის­ლა­მურ წიგ­ნებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ აიშა, რო­მე­ლიც იყო მუ­ჰა­მე­დის მე­სა­მე და უმ­ცრო­სი ცოლი, ის წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ზე ცხრა წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. თუმ­ცა, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ყველ­გან არ ემ­თხვე­ვა.

სა­კი­თხის ფი­ზი­კურ, ინ­ტი­მურ მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის­ლა­მუ­რი ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რებ­საც არ აქვთ სა­ერ­თო აზრი. დიახ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ფორ­მა­ლუ­რად ცხრა წლის გო­გო­ნა იყო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ცოლი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ერთი მი­ნიშ­ნე­ბა იმი­სა, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ის სა­წოლს იზი­ა­რებ­და თა­ვის ზრდას­რულ ქმარ­თან.

აიშა ით­ვლე­ბა ის­ლა­მის ერთ-ერთ უდი­დეს მეც­ნი­ე­რად (მათ შო­რის მხო­ლოდ შვი­დია) და მას უწო­დე­ბენ “მორ­წმუ­ნე­თა დე­დას”, ამი­ტომ მისი ქორ­წი­ნე­ბის ასაკ­ზე მი­თი­თე­ბა ხში­რად მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტია გო­გო­ნე­ბის ბე­დის გა­და­წყვე­ტი­სას.

რა­დი­კა­ლუ­რი მუს­ლი­მი ოჯა­ხე­ბი

მა­გა­ლი­თად, სა­უ­დის არა­ბეთ­ში, სა­დაც კა­ნონს პრინ­ციპ­ში არ აქვს „ქორ­წი­ნე­ბის ასა­კის“ ცნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ თე­ო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, ხში­რად ეყ­რდნო­ბა აი­შას ასაკს. შე­დე­გი აშ­კა­რაა: სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ამ ქვე­ყა­ნა­ში გო­გო­ნე­ბის 16% სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე ქორ­წინ­დე­ბა.

ავ­ღა­ნეთ­ში სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო მძი­მეა: იქ ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე გო­გო­ნა 15 წლამ­დე ქორ­წინ­დე­ბა. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2009 წლი­დან ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი იცავს ქალ­თა უფ­ლე­ბებს, მათ შო­რის, ად­რე­უ­ლი და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის აკ­რძალ­ვას, ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა 2%-ით გა­ი­ზარ­და – სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ სურთ ჩა­ე­რი­ონ ის­ლა­მუ­რი ოჯა­ხე­ბის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში.

სხვა მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა, შემ­თხვე­ვე­ბი­დან ნა­წი­ლი კი საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლად მთავ­რდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­ა­თხო­ვეს რვა წლის გო­გო­ნა 40 წლის მა­მა­კაც­ზე და პირ­ვე­ლი­ვე ღა­მეს ახალ­გაზ­რდა ცოლი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი ყო­ველ­თვის არ არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით. მა­გა­ლი­თად, ბო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­როს, ასე­ვე ძა­ლი­ან ადრე აქორ­წი­ნე­ბენ შვი­ლებს.