ამერიკელი ქალი, რომელიც ინდოეთის ჯუნგლებში ხეზე ჯაჭვით მიბმული იპოვეს, ამტკიცებს, რომ საკვების მიღების გარეშე 40 დღე გაძლო და გადარჩა. პოლიციელები მკვლელობის მცდელობისთვის ქმარს ეძებენ.
ქალი, რომელიც ხეზე იყო მიბმული რკინის ჯაჭვით, ტყეში შემთხვევით მწყემსმა აღმოაჩინა და პოლიციას აცნობა.
50 წლის ლალიტა კაი კუმარი აშშ-ის მოქალაქეა. მას იქვე ჰქონდა პასპორტი და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.
- როგორც ცნობილია, ქალი ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდოეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მისი მეუღლის სავარაუდო სახელი სატიშია და მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება. ქალი არსებული მდგომარეობის გამო ვერ საუბრობს, მან პოლიციას ჩვენება წერილით მისცა და სწორედ იქ დაწერა რომ ხეზე ქმარმა მიაბა.
დაუძლურებული მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
India Today-ის მოხსენების თანახმად, რამდენიმე ადამიანი საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა.
ლალიტა სოფელ სონურლის მახლობლად არსებულ ტყეში იპოვეს. რეგიონი მუმბაიდან დაახლოებით 280 მილის დაშორებით მდებარეობს.
მას მარჯვენა ფეხი შეშუპებული ჰქონდა და მძიმედ იყო დეჰიდრატირებული. არ შეეძლო ლაპარაკი და, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში არ უჭამია.
პოლიციამ სატიშის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობისთვის აღძრა.