საშინელება ხდება სროლა ბათუმში, არიან დაჭრილები – რა ხდება ახლა ადგილზე?

სროლა იყო ცოტა ხნის წინ ბათუმში. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ajaratimes.ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა კაჩინსკების ქუჩაზე მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ არიან დაჭრილები.

ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლისას 3 ახალგაზრდა დაიჭრა – სამივე მათგანი 25 წლამდეა, მათ შორის ერთი გოგოა, ორი კი ბიჭი.

სროლა კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცნობილია, რომ სამივე დაჭრილი ამავე რესტორნის თანამშრომელია.