უკვე ექვსი დღეა, იტალიაში დაკარგულ ქართველს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგულის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ჯიმშერ ზოიძე ბოლოს იტალიაში ქალაქ ტრიესტაში იმყოფებოდა.
„მეგობრებო ეს არის ჩემი შვილი იმყოფებოდა italia triesta-ში. უკვე 6 დღეა კონტაქტზე არ გამოდის არც ერთ სოციალურ ქსელში. სადმე ან ვინმემ თუ ნახეთ დაინახეთ გთხოვთ დამირეკოთ ან მომწერეთ ნომერი. ჩემი ნომერი 3501414059.
ჩემი შვილს სახელი გვარია ზოიძე ჯიმშერი. არ ვიცი სადმე გადადგილდა თუ არა, არაფერი ვიცი. გეხვეწებით როგორიც არ უნდა იყოს კარგი თუ ცუდი ის ჩემი შვილია. გემუდარებით მუხლმოდრეკილი დედა. გამაგებინეთ ან დამირეკეთ.
წლები იყო პოლონეთში, კერძოდ vorclava-ში. იქ არ ჩასულა, არავის უნახავს. იქნება, ვინმე დამეხმაროს ან ვინმემ ნახოს და გემუდარებით დამეხმარეთ. დედი გემუდარები, სად ხარ, გამოჩნდი რაც არუნდა იყოს შენს გვერდით ვარ. ძლიერი დედა ვარ იცი შენ, მაგრამ უკვე უნდა დავეცე შვილო. რა გიჭირს შვილო, ერთად გავუმკლავდეთ, გამოდი ჩემთან კონტაკტზე დე გთხოვთ გაზიარეთ ყველამ”, – წერს დაკარგულის დედა სოციალურ ქსელში.