ხანძარი ქუთაისში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი ქუთაისში – ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლი მეორადი ავეჯის მაღაზიაში გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ info imereti ავრცელებს.

მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ზარალის ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

ხანძრის გამომწვევს მიზეზებს გამოძიება დაადგენს.