პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ჭიდაობაში მთავარი სენსაციის ავტორი ინდოელი ვინეშ პოგატი ფინალური შეხვედრიდან დისკვალიფიცირებულია.
პოგატმა სრულიად მოულოდნელადად წონის მთავარი ფავორიტი – ოლიმპიური და მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი, იაპონელი იუი სუსაკი დაამარცხა. ინდოელმა შეხვედრის მოგება დასრულებამდე 3 წამით ადრე შეძლო.
ჭიდაობაში წინასწარი შეხვედრები ერთ დღეს არის, ხოლო მედლებისთვის შეხვედრები მეორე დღეს. მოჭიდავეები ფინალური ბლოკის წინაც იწონებიან. ფინალში გასულმა ვინეშ პოგატმა კი წონა ვერ ჩააბარა და შეხვედრიდან მოხსნილია. აწონვაზე ის 50 კგ-ს ის 150 გრამით აღემატებოდა.
თუკი დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა ვინეშ პოგატი მედალს საერთოდ ვერ აიღებს.