იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში მიღებული დაზიანების შემდეგ, ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და მომდევნო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიას შვილი შეეძინა და 2 დღით სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოფრინდა, გუშინ ღამით კი ნეაპოლში დაბრუნდა.
როგორც წესი, ნაპოლის სავარჯიშო პროცესი დილის საათებში იწყება ხოლმე, თუმცა დღევანდელი ვარჯიში განსხვავებული გრაფიკით წარიმართა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ სპეციალურად კვარაცხელიას გამო გამონაკლისი დაუშვა და ნაპოლის დღევანდელი ვარჯიში დილის ნაცვლად საღამოს ჩაატარა, რათა გუნდის ქართველ ლიდერს იტალიაში ჩაესწრო და სავარჯიშო პროცესში სრულად ჩართულიყო.
მხოლოდ კვარაცხელიას გამო მთლიანად ვარჯიშის გადაწევამ დაგვანახვა, რომ კონტე ხვიჩას გუნდის მთავარ ლიდერად მოიაზრებს და 25 აგვისტოს, ბოლონიასთან გასამართი მატჩისთვის ამზადებს.