არგენტინაში ქალმა ბოიფრენდი მოკლა იმის გამო, რომ ქუჩაში ის სხვა ქალს მიესალმა – სასტიკი დანაშაულის დეტალები

არგენტინაში ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ში, გა­სულ კვი­რას სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ქალ­მა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მე­გო­ბარ ბიჭს. რო­გორც მე­დია წერს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ ბიჭი ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სელ გო­გო­ნას მი­ე­სალ­მა.

  • 32 წლის ნა­ტა­შა პა­ლა­ვე­ჩი­ნომ ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის გა­რე­უ­ბან­ში, სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით მოკ­ლა თა­ვი­სი 22 წლის მე­გო­ბა­რი ბიჭი, მა­რი­ა­ნო გრინ­სპუ­ნი. მან ასე­ვე დაჭ­რა ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც მა­რი­ა­მო მი­ე­სალ­მა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა მი­ვი­და, თუმ­ცა ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის თქმით, პა­ლა­ვე­ჩი­ნო ად­რეც ცდი­ლობ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დაჭ­რას, თუმ­ცა მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და და ბიჭს არც პო­ლი­ცი­ის­თვის არ მი­უ­მარ­თავს.

2021 წელს ნა­ტა­შა წინა ბო­იფ­რენ­დის დაჭ­რის­თვის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ არ და­ა­პა­ტიმ­რეს.